24 მაისი 2018,   15:54
ვრცლად
მნიშვნელოვანი
მოუწესრიგებელი გზა ჭოპორტში - სოფელი ახალგაზრდებისგან იცლება

ჭოპორტელების მოთხოვნა, 7-კილომეტრიანი გზა ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბოლოოდ მოაწესრიგოს, სოფელში დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ჭოპორტელები დიდი ხანია სახნავ-სათესს და საკუთარ ვენახებამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებას ითხოვენ. გზა რომლის სიგრძეც 5 კილომეტრია, ჭოპორტს სხვა სოფლებთანაც აკავშირებს. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 

ჭოპორტელებს სასმელი წყლისა და მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ქსელის პრობლემა უკვე დიდი ხანია აწუხებთ. სოფელში არც საკმარისი რაოდენობის ნაგვის ურნებია. ადგილობრივების განცხადებით პრობლემების მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას თუმცა უშედეგოდ.

ჭოპორტელები ჰყვებიან იმასაც, რომ სოფელი ახალგაზრდებისგან დაცარიელდა. 

სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელიც. ედიშერ საძაგლიშვილი ადასტურებს, რომ სოფელში პრობლემები მართლაც არის, თუმცა არ იცის როგორ ან როდის მოახერხებს მის მოგვარებას.

ავტორი: ნატა კვირჩილაძე. 

დღის ამბები