22 მაისი 2018,   17:22
ვრცლად
ათასობით მოჭრილი ხე და ქვემო ქართლი მორიგი ეკოკატასტროფის მოლოდინში-RMG GOLD თეთრიწყაროში ოქროს საბადოს ათვისებისთვის ემზადება

ათასობით მოჭრილი ხე და მორიგი ეკო კატასტროფა ქვემო ქართლის რეგიონში - სოფელ ჯვარასთან ასწლოვანი ხეების კომპანია RMG GOLD შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მოჭრა.

RMG GOLD ოქროს ახალი საბადოს ასათვისებლად ემზადება. ამჯერად სხვა რეგიონში. ბოლნისისა და დმანისის შემდეგ, ახლა უკვე თეთრიწყაროს მოსახლეობაც დადგება იმავე ეკოლოგიური პრობლემების წინაშე - დაბინძურებული გარემო და კიბოთი დაავადების უმაღლესი რისკი.

საქსტატის მიხედვით ქვემო ქართლის რეგიონიდან, 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე 1 მლდ. 900 მლნ. დოლარის ღირებულების ოქროსა და სპილენძის მადანი ამოიღეს და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანეს. ათასობით სამუშაო ადგილითა და ბიუჯეტში გადახდილი ფულით კი სახელმწიფო ყველა იმ ეკოლოგიურ პრობლემას ამართლებს, რასაც რეგიონის მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება. ბნელი ხევის საბადო საყდრისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება და არანაკლებ მასშტაბური იქნება მისი გვერდითი ეფექტებიც.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

დღის ამბები