22 ოქტომბერი 2018,   15:08
ვრცლად
ბრძოლა გამარჯვებისთვის - მეგა-შოუ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტები პირდაპირ ეთერში სიმღერისთვის ემზადებიან 

მეგა-შოუ „მხოლოდ ქართულის“ 10 საუკეთესო კონკურსანტი პირდაპირ ეთერში სიმღერისთვის ემზადება. ისინი ხვალ, რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგებიან.

ხვალიდან რვა კვირის განმავლობაში კონკურსანტები საკუთარი ვოკალური და საშემსრულებლო მონაცემებით ჟიურისა და მაყურებლის მოხიბვლას მაქსიმალურად შეეცდებიან.

ცნობილია, რომ ჟიურის უკვე არსებულ სამ წევრს კიდევ ორი დაემატება.

"მხოლოდ ქართულის" პირველ ცოცხალ კონცერტზე "რუსთავი 2"-ის მუსიკალური მეგა-შოუს მაყურებელი ვაჟა აზარაშვილისა და გოგი ცაბაძის ნაცნობი და საყვარელი კომპოზიციების ახალ ვერსიებს მოისმენს.

სიმღერების გათანამედროვებულ ვერსიებს მხოლოდ ქართულის ყოველ ცოცხალ კონცერტზე მოისმენთ.

იმისთვის, რომ "მხოლოდ ქართულში" საუკეთესომ გაიმარჯვოს, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო. მაყურებლს შეუძლია ერთი ნომრიდან მხოლოდ ერთხელ, სრულიად უფასოდ დაურეკოს საკუთარ ფავორიტ კონკურსანტს. ზარები მობილური და ქალაქის ტელეფონიდან მხოლოდ კონცერტის მსვლელობისას მიიღება.

დღის ამბები