26 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარს მასპინძლობს

საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარს მასპინძლობს. მისი მონაწილეები უკვე ბათუმში იმყოფებიან.

სემინარის გახსნის ცერემონია ერთ საათში უნდა დაიწყოს და მისი მთავარი თემაა - „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“.

შეკრებილებს პირველად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს. კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში ჩაერთვებიან საქართველოს პრეზიდენტი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები.

„კონფერენცია მოემსახურება იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში განვითარებულ პროცესებზე, პროგრესზე, რაც საბოლოო ჯამში უნდა აისახოს მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები