26 აპრილი 2024,   07:13
ვრცლად
ყველა ქმედებაზე, რომელიც დაკავშირებულია უკანონობასთან რუსეთია პასუხისმგებელი - იზორია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება. 

მარია ზახაროვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული პროცესის ხელის შემშლელი ფაქტორი, ტატუნაშვილის საქმე ვერ იქნება. 

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველო-რუსეთს შორის უერთიერთობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყურადღებას ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ამახვილებს და მასზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. 

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს სწორედ რუსეთი ახორციელებს, ამიტომ, ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უკანონობასთან, ჩვენი მოსახლეობის მიმართ, არის სწორედ რუსეთი პასუხისმგებელი და შესაბამისად, ჩვენ ამ კომუნიკაციაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობიან ურთიერთობაზეა ორიენტირებული, თუმცა, ამასთან ერთად, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების და განსაკუთრებით, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული, იქნება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ურყევი, პრინციპული და შეუპოვარი,“ – აცხადებს მინისტრი.

დღის ამბები