16 ოქტომბერი 2018,   00:25
ვრცლად
ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში - ქართველი პოლიტიკოსების შეფასებები

სერჟ სარქისიანის გადადგომა და სომხეთის ოპოზიციის გამარჯვება თბილისში უკვე შეფასდა, როგორც რუსეთის კიდევ ერთი მარცხი რეგიონში. სწორედ კრემლის გავლენებისა და ევრაზიული კავშირის შესუსტებაზე საუბრობენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები.

მათი შეფასებით, სომხეთში ლიბერალური, პროდასავლური ძალების გამარჯვების შედეგად რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის საწინააღმდეგოდ შეიცვლება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სომხეთში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის ხელისუფლებას უპირისპირდება ლიბერალური პოლიტიკური ძალა, რომელიც ღიად უპირისპირდება სომხეთის ევრაზიულ კავშირში ყოფნას.

სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაშიც. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სტაბილურობა.  

ხავერდოვან რევოლუციას ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ერევანში პოლიტიკური ცვლილებები პირადად ვლადიმერ პუტინის დასუსტების ნიშანია.

დღის ამბები