04 მაისი 2024,   04:06
ვრცლად
ყაჩაღობა თბილისში - დანით შეიარაღებული პირი სუპერმარკეტ "იოლში" შეიჭრა

ყაჩაღობა თბილისში - დანით შეიარაღებული პირი კოსტავას ქუჩაზე მდებარე  სუპერმარკეტ "იოლში" შეიჭრა.

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე. 

უწყების ცნობით, ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ ,,იოლი"-ში შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

დღის ამბები