26 აპრილი 2024,   21:10
ვრცლად
„პარლამენტმა ჩვენს დელეგაციას ოფიციალური დელეგაციის სტატუსი უნდა მისცეს, რომ ოფიციალური დელეგაცია ჩადიოდეს რუსეთში" - ინაშვილი 

„საქართველოს პარლამენტმა ჩვენს დელეგაციას ოფიციალური დელეგაციის სტატუსი უნდა მისცეს, რომ ოფიციალური დელეგაცია ჩადიოდეს რუსეთის დუმაში და შეხვედრებს მართავდეს,“- ეს განცხადება,  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.

ინაშვილი ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც „პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას რუსეთში ყოფნას ეხება.

ირმა ინაშვილმა რუსეთთან დიალოგის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. 

"პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდა, სადაც საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს, ქვეყნის მტრობად, რუსეთის აგენტობად არის აღქმული. ამ აბსურდული ლოგიკით, ყველაზე დიდი აგენტი არის ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ ნატო რუსეთის იზოლაციას არ აპირებს, ნატო აპირებს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ახალი პრობლემებისგან, ახალი ტერიტორიების დაკარგვისგან. ის, რომ მოხდეს ურთიერთგარკვევა, ურთიერთობების დარეგულირება, ამ ნაწილში ჩვენ ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია,"- აღნიშნა ირმა ინაშვილმა. 

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მორიგი კერძო, არაფორმალური ვიზიტისთვის ემზადება.

ამავე თემაზე
დღის ამბები