26 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივას უერთდება

საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივას უერთდება.

2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს 4 ძირითადი გზავნილი ექნება - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ჩართულობა, მდგრადობა და ინოვაცია.

სწორედ ამ გზავნილების გათვალისწინებით შეიქმნება საინფორმაციო და შემეცნებითი სახის ვიზუალური მასალა და ნამუშევრები ინტერნეტსივრცეში განთავსდება.

ევროკავშირის ინიციატივის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

„მთელი წლის განმავლობაში ძალიან მრავალფეროვანი ღონისძიებების კალენდარია შედგენილი. ეს არის სხვადასხვა სახის გასვლითი ღონისძიებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, სხვადსხვა სახის საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტები,“ - განაცხადა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ.

განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო ევროკავშირის ინიციატივას შემოუერთდა. ეს ლოგიკურია, რადგან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა არის შემადგენელი ევროპული კულტურული მემკვიდრეობისა,“ - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

დღის ამბები