04 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
"ეს არის თავად პრემიერის გადასაწყვეტი"-კობახიძე ვარაუდობს, რომ კვირიკაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრება

პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას სავარაუდოდ პრემიერი დაესწრება. პრემიერის დასწრების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტის მიმართ მმართველი გუნდის მხრიდან გამოთქმული იყო ღია ბრალდებები, რასაც გიორგი მარგველაშვილის პასუხიც მოჰყვა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, თუმცა, წლების პრაქტიკიდან გამომდინარე ის ამბობს, რომ მარგველაშვილის ბოლო მიმართვას მთავრობა დაესწრება.

„ეს არის თავად პრემიერ-მინისტრის და მთავრობის პრეროგატივა ამ საკითხის გადაწყვეტა, თუმცა, გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ალბათ მთავრობა დაესწრება  პრეზიდენტის მოხსენებას, პრემიერის ჩათვლით რა თქმა უნდა,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

​პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში 2 მაისს იგეგმება. გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მიმართავს. მისი მოხსენება მმართველ გუნდთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე გაიმართება.

დღის ამბები