04 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
დაპირისპირება მმართველ გუნდში - "ქართული ოცნება" გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადება

"ქართული ოცნება" გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადება. პარტიის ოფისში დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ მინისტრს, საპარალამენტო ფრაქციების და კომიტეტების თავმჯდომარეებს ელოდებიან.

სავარაუდოდ დღეს გაირკვევა, ვისი უპირატესობით დასრულდება კობახიძე-კვირიკაშვილის გუნდებს შორის დაწყებული საჯარო დაპირისპირება. შეხვედრაზე დაპირისპირებული მხარეები ურთიერთბრალდებების მიზეზებსა და ქცევის კოდექსის დეტალებს განიხილავენ.

მმართველი გუნდის ლიდერები პარტიის ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე შეიკრიბებიან. ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა ამ შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

"ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებზე მოვარგოთ ჩვენი ძირითადი მიმართულებები და არა მხოლოდ ლოკალური პრობლემების მოგვარებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უმრავლესობაში. დღევანდელ შეხვედრას დაესწრებიან მხოლოდ პარლამენტის სპიკერატის წარმომადგენლები, კომიტეტის თავმჯდომარეები, ფრაქციის თავმჯდომარეები და პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

გარდა ამისა ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად, რომ რომელიმე მხარე შეიძლება იყოს აქ,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები