26 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა

ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

კვოტირებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის დასაშვები წლიური რაოდენობა დადგინდა.

2018 წლის კვოტა, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია. საბჭო 2016 წელს სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა და ამ დრომდე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების არამიზნობრივად გამოყენება 75%-ით შემცირდა.

დღის ამბები