26 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
სერგეი ლავროვმა მოსკოვში თურქი და ირანელი კოლეგები მიიღო

სერგეი ლავროვმა მოსკოვში თურქი და ირანელი კოლეგები მიიღო. რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა სირიის კრიზისი იყო.

შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც მიიღეს. სერგეი ლავროვის თქმით, ისინი სირიის ხელისუფლებას ქვეყნის ტერორისტებისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმარონ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით კი, სირიის კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზა პოლიტიკურია და სამხედრო ჩარევა უკანონო და არამდგრადია.

დღის ამბები