10 მაისი 2024,   11:54
ვრცლად
საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქართული არმია დღეს იუბილარია - საქართველოს შეიარაღებული ძალები, დაარსებიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს. პროფესიულ დღეს ქართული არმია სიახლეებით ხვდება.

ვაზიანის ბაზაზე დღეს წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მაისიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს დაიწყებს.

მსურველებს საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების ნახვის შესაძლებლობაც მიეცემათ.

სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართება სენაკისა და ბაგრამის საავიაციო ბაზებზეც. 

დღის ამბები