03 მაისი 2024,   23:51
ვრცლად
მოლოდინი მქონდა, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ამ რანგში იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, მეტი ანალიზით - პრემიერი

"მე პირადად მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ამ რანგში იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, მეტი ანალიზით, უფრო კონცენტრირებული, იქნებოდა პრობლემების მეტი ანალიზი და ასევე საუბარი იქნებოდა გზებზე  მათი მოგვარების გზებს,“- ეს შეფასა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში.

გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილის მოხსენებით უკმაყოფილოა.

„მან ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობასა და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ არ უარვყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო მუშაობს აქტიურად, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართებით. მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობასა და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როდესაც თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და ა.შ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს გაცილებით უფრო ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო მეტი გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა გამოეჩინა. მართალი გითხრათ, გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი ამ გამოსვლისგან,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები