03 მაისი 2024,   21:42
ვრცლად
ქუმსიშვილო, ნუ იმალები! რატომ გეშინია? - გიორგი ვაშაძე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

გიორგი ვაშაძე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

ახალი საქართველოს ლიდერი ხელს არ აწერს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ოპოზიციას აუქციონის წესით მოგებული დმანისის ტერიტორიის საფასური - 5 მილიონი ლარი, უნდა გადაეხადა.

გიორგი ვაშაძე ამბობს, ხელშეკრულება დარღვევებითაა შედგენილი და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.

„კიდევ ერთხელ ვეუბნები, რომ ქუმსიშვილო, ნუ იმალები, რაა, რატომ გეშინია? დავსხდეთ, გავიაროთ ეს ყველაფერი. გაჩვენებ შენს უკანონო გადაწყვეტილებებს თავიდან ბოლომდე, რის გამოც პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას პირადად შენთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შენი პერსონალური მითითებით არის ეს ყველაფერი გაკეთებული და იცოდე, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები