26 აპრილი 2024,   18:26
ვრცლად
ჟურნალისტური გამოძიება და 15 წუთში ნაყიდი "მეფედრონი" - მომაკვდინებელ ნარკოტიკს ახალგაზრდები მარტივად მოიპოვებენ

ჟურნალისტური გამოძიება და 15 წუთში ინტერნეტით შეძენილი მომაკვდინებელი ნარკოტიკი „მეფედრონი“ - როგორც გაირკვა კლუბური ნარკოტიკი, რომელსაც ბოლო ერთ კვირაში 6 ადამიანი ემსხვერპლა, საკმაოდ მარტივად მოსაპოვებელია.

"მეფედრონის" შეძენა შესაძლებელია სპეციალური ინტერნეტ-მისამართიდან, სპეციალური აპლიკაციით, რომ კვალი დაიკარგოს. საიტზე შესვლას და გადახდას გარკვეული პროცედურები სჭირდება. თანხის გადახდა ბიოთქოინებით ხდება, რაც ანონიმურობის გარანტიას აძლევს გამყიდველს და ძალიან ურთულებს საქმეს სამართალდამცავებს. საფასურის გადახდის შემდეგ 15 წუთში მომხმარებელი შეტყობინებას იღებს, რომ შეკვეთა მზად არის, რომელსაც თან GPS კოორდინატები ახლავს იმის გასარკვევად თუ სად დევს ზუსტად ამანათი. აქვეა სურათიც, რომელზეც კიდევ უფრო დეტალურადაა გაშიფრული ნივთის მდებარეობა.

სქემა ძალიან ორგანიზებულია და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ ადგილებზე ნარკოტიკი წინასწარ დევს, ამიტომ შეკვეთის მიღების შემდეგ რეალიზატორს ადგილზე მისვლა არ უწევს. 

P.S.-ის ჟურნალისტის ექსპერიმენტის დროს რეალიზატორმა ჟურნალისტი პირდაპირ დედაქალაქის ცენტრში დაიბარა. ადგილზე მისულ ჟურნალისტს კი 10 კაცის სამყოფი ნარკოტიკული საშუალება დახვდა. 

P.S.-მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები შსს-ს აცნობა. გამოძიება ფაქტზე უკვე დაწყებულია.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები