03 მაისი 2024,   22:54
ვრცლად
სპეცოპერაცია ვარკეთილში და სინთეტიკური ნარკოტიკით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალი - შსს განმარტებებს გააკეთებს 

ვარკეთილში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდოდ დღეს გააკეთებს განმარტებებს.

“კურიერის” ინფორმაციით დიდი რაოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკით ვაჭრობის ბრალდებით ახალგაზრდა გოგონაა დაკავებული.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მას სამართალდამცველები ელოდებოდნენ, რადგან იგი გამოჩენისთანავე აიყვანეს.  

სამართალდამცველებმა ის მანქანაც დალუქეს რითიც გოგონა ადგილზე მივიდა.

ადგილობრივების თქმით, მათ ის პირველად ნახეს, ვისთან მიდიოდა ან ცხოვრობს თუ არა ამ უბანში დეტალები არ იციან.

დღის ამბები