04 მაისი 2024,   02:22
ვრცლად
კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება

კანი მსოფლიო ვარსკვლავების დასახვედრად ემზადება. დღეს რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება.

საკურორტო ქალაქში კინოხელოვანები შეკრებას რამდენიმე საათში დაიწყებენ, კანში უკვე ჩავიდნენ ფესტივალის ჟიურის წევრები. წლევანდელი კინო-მარათონის ჟიურის თავმჯდომარე კეიტ ბლანშეტია, ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად საკონკურსო ნამუშევრებს ავა დიუ-ვერნე, კრისტინ სტუარტი და ლეა სეიდუ შეაფასებენ.

საკონკურსო ნამუშევრებში 21 ფილმია შესული. კინოფესტივალი ირანელი რეჟისორის ფილმის ჩვენებით გაიხსნება, სადაც მთავარი როლები პენელოპა კრუზმა და ჰავიერ ბარდემმა შეასრულეს.

ფესტივალი 12 დღეს გაგრძელდება. ვინ გახდება ფესტივალის მთავარი ჯილდოს-"ოქროს პალმის რტოს" მფლობელი 19 მაისს გაირკვევა.

დღის ამბები