04 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ამბიციურ ინტეგრაციულ პროცესს ევროკავშირთან" - მიხეილ ჯანელიძე

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ამბიციურ ინტეგრაციულ პროცესს ევროკავშირთან. საგზაო რუკა სწორედ ამ ამბიციას დაუკავშირდება" - ამის შესახებ განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა. მინისტრმა ე.წ. საგზაო რუკის მნიშვნელობასა და კონცეფციაზე ისაუბრა. 

ე.წ. საგზაო რუკის დეტალები დღეს ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განიხილეს. მინისტრის განცხადებით, დოკუმენტი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას გულისხმობს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ამბიციურ ინტეგრაციულ პროცესს ევროკავშირთან. საგზაო რუკა სწორედ ამ ამბიციას დაუკავშირდება, რომ ჩვენ შევძლოთ მეტად დაახლოებას ევროკავშირთან და ასევე მეტი შესაძლებლობების გაჩენა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ევროპული ინტეგრაცია არის როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი, ასევე იგი არის პრაქტიკული შედეგის მომტანი. იგი გულისხმობს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ასოცირების შეთანხმება მოითხოვს დღეს საქართველოსგან,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

„საგზაო რუკის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამაც.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა მექანიზმი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ ევროკავშირთან, დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს და სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა საგზაო რუკა, რომელიც გააჩენს უამრავ ახალ შესაძლებლობას ჩვენთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რომ ვისარგებლოთ შესაძლებლობებით, რომელსაც აძლევს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დღის ამბები