26 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
"სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკის და ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ მინისტრი ბოლო დროს ახალი თაობის ნარკოტიკული საშუალებებით ახალგაზრდების გარდაცვალებასა და ასევე ნარკორეალიზატორების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო მკაცრი იქნება ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრაფიკის მიმართ.

„მინდა ყველამ იცოდეს, რომ სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკთან, ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში. მინდა, აღვნიშნო შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს ძალიან პოზიტიური მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში და შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო.

სამწუხაროდ, ეს უბედური შემთხვევები ადამიანებმა დაუკავშირეს ახალი ნარკოკანონმდებლობის მიღებას, რაც აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის.

მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ყველას, ვისაც ჯერ ეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადაუდგამს - ცხოვრება არის მშვენიერი და უამრავი საინტერესო რამ არსებობს. არსებობს შემეცნების უამრავი განზომილება და მაინცდამაინც ამ განზომილებას ნუ დაეწაფებით

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მთავრობის ყველა წევრს, ცნობილ ადამიანებს, მათ, ვინც ავტორიტეტით სარგებლობს ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ,“-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები