04 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
თანხის ჯგუფურად გამოძალვა - სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში 

თბილისის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაცია - შსს-ს ცნობით, დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს გამოძიება ჯგუფურად გამოძალვას ედავება.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა სასტუმროში ერთ-ერთი პირი ფულის გამოძალვის მიზნით მოტყუებით მიიყვანეს და ღირსების შემლახავი ფოტო და ვიდეოს გამოქვეყნებით დაემუქრნენ. ისინი ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულები წარსულში ნასამართლები არიან.

გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დღის ამბები