26 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
სკანდალური სპეცოპერაციები კლუბებში - დაკავებულები და მათ წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები

მასშტაბური სპეცოპერაცია კლუბებში და ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირი. P.S. ის ინფორმაციით სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან: კაფე "გალერის" დაცვის წევრი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ასევე ლაშა მამულაიშვილი, თორნიკე ჩუტკერაშვილი, ჯემალ ელიავა, მიხეილ მიქაძე, გიორგი მამუკელაშვილი, ქეთი მურუსიძე და ბორის დარახველიძე. დაკავებულებიდან ყველაზე უმცროსი 21 წლის არის.

შსს-მ  ფარული გადაღებით მოპოვებული, ოპერატიული ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში სკანდალური სპეცოპერაციების ჩატარებას საფუძველი გახდა. ვიდეო  28 დამოუკიდებელი ეპიზოდისგან შედგება. მასალაში, პოლიციის 2 აგენტი და ნარკოტიკების რეალიზაციაში ეჭვმიტანილი 8 პიროვნება ფიგურირებს.

გავრცელებული ვიდეო მასალებში აგენტები სხვადასხვა დროს ერთი და იგივე პიროვნებისგან ყიდულობენ ნარკოტიკს. აქედან გამომდინარე ისმის ლოგიკური კითხვა, თუ სამართალდამცავებს დანაშაულის ამსახველი ვიდეო მტკიცებულება მოპოვებული ჰქონდათ, რატომ არ მოხდა დამნაშავეების აყვანა დროულად.  კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც "ბასიანსა" და "გალერიში" ასეთი მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობას ეჭვქვეშ აყენებს, დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაკავების ადგილმდებარეობებია. რვა სავარაუდო დამნაშავიდან შვიდი პოლიციამ არა კლუბებსა თუ მათ სიახლოვეს, არამედ თბილისის სხვადასხვა უბანში აიყვანა.

დღის ამბები