26 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო მანქანები მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო მანქანები მივიდნენ. ტერიტორიაზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმები. მათ კედელი აქვთ აღმართული. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები.

ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ, რომ პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ, აცხადებენ, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

რუსთაველის გამზირზე ორი პარალელური აქცია იმართება. პარლამეტის შენობის წინ "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე კლუბებში, "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები