26 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
"ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მიდის სერიოზული მოლაპარაკებები" - შს მინისტრსა და აქციის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გრძელდება

აქციის ორგანიზატორებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა გრძელდება, თუმცა შეხვედრა ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა წიქარიშვილმა ცოტა ხნით დატოვა და აქციის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით შეხვედრაზე პირდაპირ იქნა გაჟღერებული მინისტრის მხრიდან, რომ საკმაოდ კრიზისული მდგომარეობაა და სამართალდამცავებს კონტრაქციის მონაწილეების შეჩერება უჭირთ. მანვე თქვა, რომ მიმდინარეობს სერიოზულ საკითხებზე საუბარი, რომელმაც შეიძლება, რომ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს.

 „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.  

„მთავარი ამბავი არის ის, რომ  ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მიდის სერიოზული მოლაპარაკებები. შესაძლოა ჩვენ მივიღოთ მნიშვნელოვანი შედეგები,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა

დღის ამბები