26 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
ნარკოპოლიტიკა უკვე მეორეხარისხოვანი თემა გახლავთ - ოთარ კახიძე

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ექვსი წლის განმავლობაში ვერ სთავაზობს საზოგადოებას ვერანაირ კონკრეტულ ხედვას - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ გააკეთა.

კახიძის თქმით, მმართველი გუნდი ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით რეალურად არაფერს აკეთებს.

„პოლიციელების მხრიდან კანონის დაცვა არის ცენტრალური საკითხი და მხოლოდ ამის შემდგომ უკვე მეორეხარისხოვანი თემა გახლავთ უკვე ნარკოპოლიტიკა, რომელზეც „ქართული ოცნება“ ექვსი წლის განმავლობაში ვერ სთავაზობს საზოგადოებას ვერანაირ კონკრეტულ ხედვას, არათუ კანონპროექტს ან რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტას, არამედ ხედვასაც კი. ამასთან დაკავშირებით, როგორც ყველა სხვა საკითხზე ისინი არიან არაკომპეტენტურები და არათანმიმდევრულები,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები