26 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეხვედრა გამართა

სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები განიხილა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და საბჭოს მდივანთან შეხვედრაზე.

საუბარი ასევე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მე-4 ტალღასაც შეეხო. მხარეებმა განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზეც იმსჯელეს.

“ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის განხორციელებაც საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მადლიერებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ, ვინაიდან საელჩო მხარს უჭერს საქართველოში საერთო სასამართლოების სისტემის განვითარებას", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე ნინო გვენეტაძეს, იუსტიციის უმღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს და საბჭოს წევრებს შეხვდა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის 26 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში კანონის უზენაესობის განვითარება საქართველოში შეერთებული შტატების მთავრობის პრიორიტს წარმოადგენდა და ამ კუთხით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

საქართველოს ხელსუფლებამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა მეტია გასაკეთებელი. შეერთებული შტატების საელჩომ რეფორმებზე მომუშავე პარლამენტის სამუშაო ჯგუფს მთელი რიგი შეთავაზებები წარუდგინა, რომლებიც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია სასამართლოს სექტორის სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად”-განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.

დღის ამბები