22 მაისი 2018,   10:20
ვრცლად
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ გაჩერებულია

უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გამო მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ გაჩერებულია.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე „ქართული მარშისა“ და „ქართული იდეის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

სამართალდამცველებმა 10-ნდე პირი დააკავეს, რასაც პოლიციასა და შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„ქართული მარშისა“ და „ქართული იდეის“ წევრები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ მთავრობის კანცელარიასთან სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად თვითორგანიზებული აქციის ჩატარებას.

ცნობილია, რომ კანცელარიის წინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები