26 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
ბრძოლა ჰომოფობიის წინააღმდეგ - აქციაში მონაწილეთა ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით მივა 

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციაზე, რომელიც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება, აქციაზე მისვლის მსურველებს ავტობუსებით მიიყვანენ. 

აქციაში მონაწილეთა ნაწილი თბილისის ერთ-ერთ უბანში იკრიბება, საიდანაც მოხდება მათი მთავრობის ადმინისტრაციასთან ორგანიზებულად მიყვანა.  

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს სექსუალური უმცირესობების მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციას გმობენ. მათი თქმით, აქციაზე სწორედ ამის გასაპროტესტებლად მიდიან და ხელისუფლებას ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

"17 მაისი არის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, ჩვენ ამ დღეს ვგმობთ დისკრიმინაციას, რომელიც გამოხატულია სექსუალური უმცირესობების მიმართ. მივდივართ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გავაპროტესტოთ და ვთხოვოთ ჩვენს მთავრობას და სისტემას, რომ გამოიღვიძონ და დაგვიცვან,"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები