26 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
იმერეთი, სამეგრელო, თბილისი - ოჯახის სიწმინდის დღეს მრევლი დედაქალაქში 40 ეპარქიიდან შეგროვდა

ოჯახის სიწმინდის დღეს ათასობით ადამიანი ქუჩაში მღვდლებთან ერთად გამოვიდა. თბილისში მრევლი 40 ეპარქიიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს.

დიდ საკონცერტო დარბაზთან სასულიერო პირები 12 საათისთვის მივიდნენ, დააბრძანეს ხატები, ილოცეს და რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. მათ ვარდების მოედანზე მრევლი კიდევ შეუერთდა და მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში წავიდნენ.

მათ ჰქონდათ გზავნილები - „არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი, არა ნარკოტიკის ლეგალიზაციას“.

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია დაუშვებელია, რადგან ეს ერთ-ერთი მიზეზია, რაც ოჯახის სიმტკიცეს არღვევს.

მსვლელობის მონაწილეთა გზავნილი დანარჩენი საქართველოსთვის ოჯახის სიმტკიცისადმი მოწოდებები იყო.

სამების საკათედრო ტაძარში მრევლი პატრიარქმა დალოცა. გარდა ამისა, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტაძარში 50-მდე წყვილმა ჯვარიც დაიწერა.

ამავე თემაზე
დღის ამბები