26 აპრილი 2024,   20:57
ვრცლად
არასამთავრობოები 12 მაისის ღამეს და სპეცოპერაციის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესწავლაში ჩაერთვებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები 12 მაისის ღამეს და სპეცოპერაციის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესწავლაში ჩაერთვებიან.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ აცხადებენ, რომ ამ დრომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განმარტებები საზოგადოების შეკითხვებს ვერ პასუხობს.

მთავარი კითხვები კი სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალის თანაზომიერ გამოყენებას და აქციის მონაწილეთა დაკავებას უკავშირდება.

არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ყველას, მიაწოდონ ნებისმიერ მასალა, რომელიც 12 მაისს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხება.

დღის ამბები