26 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსმა" თავად უნდა განმარტონ ასეთი პარტიული ვიზიტის დროს, რა არის მიზანი - ეკა ბესელია

„პარტია თავად იღებს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როდესაც ასეთ ვიზიტს ახორციელებს და ისინი თავად უპასუხებენ იმ კითხვებზე, რაც ასეთ დროს ჩნდება,“ - ეს განცხადება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა.

ეკა ბესელია „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ვიზიტს და დუმის წარმომადგენლებთან შეხვედრას ეხმაურება.

მმართველი გუნდის ბესელიას განცხადებით, ხელისუფლება მსგავსი ვიზიტების აუცილებლობას, რომ ხედავდეს მმართველი პარტიაც გამართავდა ასეთ შეხვედრებს.

„ჩვენ, როგორც ხელისუფლება, როგორ ვუყურებთ ამ პროცესს, ეს პარტიული ვიზიტია და ჩვენ, რომ ვთვლიდეთ საჭიროდ ასეთი ფორმატების გამართვას, ასეთი გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ იქნებოდა მიღებული. ამიტომ, მან თავად უნდა განმარტონ ასეთი პარტიული ვიზიტის დროს, რა არის მიზანი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„პატრიოტმა ალიანსის“ წევრებმა რუს დეპუტატებთან შეხვედრის დროს საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების ფაქტიც დაგმეს.

რუსეთის სათათბიროში გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, ნატო ჩხეიძემ, ადა მარშანიამ, გიორგი ლომიამ, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, წინასწარ დაწერილ ტექსტში საბრალდებო დასკვნა ამოიკითხა და 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.

დღის ამბები