04 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
პოლიციის მაღალჩინოსანი ქვეითად მოსიარულე ჯარისკაცს დაეჯახა - ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ქვეითად მოსიარულე, 23 წლის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარდაცვლილი შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითია.

"პირველადი ინფორმაციით, 2018 წლის 18 მაისს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომანქანით სოფელ ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც სოფელ ახალ ხურვალეთთან შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითს, 1995 წელს დაბადებულ ვ. მ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.


დღის ამბები