26 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
„არ ვარ იმ ფორმატში ჩართული"- ეკა ბესელიამ არ იცის, თუ რატომ ჩაიშალა შეხვედრა "თეთრი ხმაურის მოძრაობასთან"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებს თუ რატომ ჩაიშალა დაგეგმილი შეხვედრა ”თეთრი ხმაურის მოძრაობასთან.” ეკა ბესელია ამბობს, რომ ის არ არის ჩართული შეხვედრების ამ ფორმატში. დეპუტატი განმარტავს, რომ მონაწილეობს მხოლოდ საკანონმდებლო ფორმატში მთავრობასთან ერთად და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება.

„მე არ ვარ იმ ჯგუფში, იმ ფორმატში არ ვარ ჩართული. მაგრამ  საკანონმდებლო ფორმატში მთავრობასთან ერთად რა სამუშაო პროცესიც მიდის, რა თქმა უნდა იქ ჩართული ვარ აქტიურად. ჩვენ ალბათ ამ ვადაში, რაც გვაქვს ბიუროს მიერ განსაზღვრული უკვე უნდა მოვემზადოთ სხდომისთვის, რომ პოზიციები იყოს შეჯერებული. ჩვენ ყველაფრის გადაწყვეტას დღეს ერთბაშად  ალბათ ვერ შევძლებთ. იმიტომ, რომ რეფორმა არის ეტაპობრივი და უნდა დაიგეგმოს ეტაპობრივად სრულიად ახალ სტანდარტებზე გადასვლა. ამიტომ კარგად გვჭირდება გააზრება, რომელ ეტაპზე რისთვის ვიქნებით მზად,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები