26 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
ავიაკატასტროფა კუბაში და 110 დაღუპული-სპეციალისტებმა შავი ყუთის გაშიფვრა დაიწყეს

მაშველებმა კუბაში, ავიაკატასტროფის ადგილზე სამგზავრო თვითმფრინავის ერთი შავი ყუთი იპოვეს. ხელისუფლების განცხადებით, ის კარგ მდგომარეობაშია და ვარაუდობენ, რომ მისი გაშიფვრა კატასტროფის მიზეზების დადგენაში დაეხმარებათ. ბოინგ 737 ჰავანის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ორი დღის წინ ჩამოვარდა და აფეთქდა. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად 110 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 უცხოელია. ტრაგედიას 3 ადამიანი გადაურჩა, ისინი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩებიან. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კუბაში 2 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.   

დღის ამბები