26 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თელავში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია - 40 წლამდე ასაკის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა.

გამოძიების ინფორმაციით, მან 26 წლის ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა სასაფლაოზე მოხდა და მას წინ მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გულ-მკერდის არეში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები