26 სექტემბერი 2018,   15:40
ვრცლად
"საქართველო დიდად აფასებს აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას" - კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერი ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. მაიკ პომპეომ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე და რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა. სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება დღეს, როდესაც საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

თავის მხრივ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მხარდაჭერისათვის. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირებს ყველა იმ დახმარებისთვის, რომლსაც  ვაშინგტონი საქართველოს უწევს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება კიდევ უფრო განამტკიცებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

„ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რათა გავმხდარიყავით ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული პარტნიორი და ძლიერი მოკავშირე. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მომავალში ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების დიდ პოტენციალს ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, და დღევანდელი სესია იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, არა მხოლოდ განვიხილოთ მიღწეული პროგრესი, არამედ დავსახოთ ჩვენი კავშირების გაღრმავების პრიორიტეტები.

"აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით საქართველოში განხორციელდა დემოკრატიის კონსოლიდაცია, გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები და შეიქმნა მეტი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.

"ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მსოფლიოს ლიდერი რეფორმატორი ქვეყნების სიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია, იამაყოს ამ წარმატებაში შეტანილი წვლილით. საქართველო დიდად აფასებს აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას.

"აშშ-ის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს სახელმწიფოებს აქვთ მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზნები,"-განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები