26 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
„კაცი“ - გია კაჭარავას ახალი ფილმის ჩვენება კინოთეატრ „რუსთაველში“ გაიმართა

„კაცი“ - ამ სახელწოდებით გია კაჭარავას ახალი ფილმის ჩვენება კინოთეატრ რუსთაველში  გაიმართა.

კრიმინალური დრამა პატიმარი დედისა და კრიმინალად ქცეული შვილის რეალურ ისტორიას მოგვითხრობს.

დრამაში რეჟისორი ცდილობს, მაყურებელმა უპასუხოს მთავარ შეკითხვას, რა პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც კანონი არ არსებობს და ყველაფერი დაშვებულია.

რეჟისორი ფილმის სცენარზე 16 წლის განმავლობაში მუშაობდა, გადაღებები კი ქალაქ ფოთში მიმდინარეობდა. მაყურებელს ფილმის ნახვა შემოდგომაზე შეეძლება.

დღის ამბები