22 აგვისტო 2018,   11:34
ვრცლად
პალესტინის მთავრობა ისრაელს ჰააგის სასამართლოში უჩივლებს

პალესტინის მთავრობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისრაელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვს.

პალესტინის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგაში ჩავიდა და სასმართლოში განაცხადიც შეიტანა. მოგვიანებით ის მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას, შეხვდება.

საქმე ეხება ბოლო დროს ღაზის სექტორსა და ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

პალესტინელების მტკიცებით, 14-15 მაისს ღაზის სექტორში უიარაღო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა, სამხედრო დანაშაულის ტოლფასია.

დღის ამბები