ბათუმი პრემიერისთვის ემზადება - პირველ ივნისს მაყურებელი მუსიკალურ სპექტაკლს სახელწოდებით „თაბაშირის იუდა“ ნახავს.
პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია მარინა სალუქვაძეა, კომპოზიტორი - ზაზა მარჯანიშვილი.
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ყოველდღიურად ინტენსიური რეპეტიციები მიმდინარეობს. სპექტაკლში მონაწილეობენ მუსიკალური ცენტრის სოლისტები და მომღერალი, სოფო ხალვაში.