26 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
Balenciaga-ს მოდის სახლმა Gucchi-ის აჯობა

Balenciaga-ს მოდის სახლმა Gucchi-ის აჯობა და ფრანგულ ჰოლდინგ „კერინგში“ შემავალი ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი გახდა.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ, რომელიც აქცენტს ქუჩის სტილის სამოსზე აკეთებს, კომპანიას 100-პროცენტიანი მოგება მოუტანა.

ამ ეტაპზე ბრენდის მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი მილიარდ 18 მილიონ დოლარამდე გაზარდოს.

კომპანიის წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა თაობამ, რომელზეც მთლიანი გაყიდვების 60 პროცენტი მოდის.

დღის ამბები