26 აპრილი 2024,   14:49
ვრცლად
თუ ვამბობთ, რომ გაბუნიას აქვს სიტყვის თავისუფლება, ასევე საპატრიარქოს შეიძლება ჰქონდეთ თავისი აზრის გამოხატვის უფლება - სოფო კილაძე

„გამოვრიცხავ ხელისუფლების მხრიდან ყველანაირ ზეწოლას „რუსთავი 2-ის“ მიმართ. მედია არის თავისუფალი და გარანტირებული, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ გიორგი გაბუნიას აქვს თავისი სიტყვის თავისუფლება, ასევე საპატრიარქოს და მის წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ თავისი აზრის გამოხატვის უფლება,“- ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გააკეთა.

დეპუტატი ღვთისმშობელთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის კომენტარს და საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „რუსთავი 2-ს“ ბოიკოტს უცხადებს.

სოფო კილაძემ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა. 

„ჩვენთან იყო შემოსული კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით და ამაზე ვთქვით, რომ ამ ფორმით ამ კანონს მხარს ვერ დავუჭერდით იმიტომ, რომ სუბიექტური ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლეოდა. ჩვენ კონკრეტული არგუმენტების გათვალისწინებით და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებით, ნებისმიერ საკითხთან მიმართებით რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები