26 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
მისი ვაჟი რაში იყო გარეული და როგორ, ეს ახლა სხვა საქმეა - ნუკრი ქანთარია შოთა შალელაშვილის ირგვლივ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ნუკრი ქანთარია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილის ირგვლივ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" პირდაპირი ჩართვის დროს საერთაშორისო მაქინაციურ სქემაზე ისაუბრა, რომელშიც სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაადანაშაულა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, შოთა შალელაშვილი საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს.

ნუკრი ქანთარია მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ შალელაშვილი „ღარიბი“ არ არის, შესაბამისად დეპუტატი გამორიცხავს, რომ მას კანონგარეშე საქმიანობაში მონაწილეობა მიეღო.

„ეს არის რაღაც გარკვეული ფანტაზიის ნაყოფი, დარწმუნებული ვარ, თვითონ გასცემს ბატონი შოთა აუცილებლად პასუხს, რომ ჩამოვა. ის არის ძალიან მოწესრიგებული, მოაზროვნე დეპუტატი, რა თქმა უნდა, ის არ არის ღარიბი ადამიანი. ისრაელშიც ვიცი, რომ მან ფართო წრესთან აქვს კონტაქტები. მაგრამ ის, რომ რაღაც კანონგარეშე საქმიანობაში მონაწილეობდა, აბსოლუტურად შორს ვარ ამ აზრისგან. ახლა, მისი ვაჟი რაში იყო გარეული და როგორ, ეს ახლა სხვა საქმეა,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზე, რომელიც მოგვიანებით საქართველოში შემოედინებოდა და მისი გათეთრება ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა.

დღის ამბები