06 მაისი 2024,   14:49
ვრცლად
თბილისის პასუხი - საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. 

საგანგებო ბრიფინგი საგარეო უწყებაში ცოტა ხნის წინ გაიმართა. მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, მას შემდეგ რაც სირიამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა, დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და  საზღვრების პრინციპი, შესაბამისად საქართველო იწყებს სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურებს.

„აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ სასქართველოს წინააღმდეგ განხორიცლებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

აღნიშნულით, უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულება.

აღნისნულის გათვალისწინებით საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით“-განაცხადა დონდუამ.

სირიის არაბთა რესპუბლიკამ რამდენიმე საათის წინ დაადასტურა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საოკუპაციო რეჟიმების მიერ გავრცელებული განცხადება.

დღის ამბები