04 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
IRI-ის კვლევა - "კურიერი" ქართული სატელევიზიო სივრცის ლიდერია

საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო "კურიერია." IRI-ის გამოკთხვების თანახმად კითხვაზე, რომელი სატელევიზიო არხის საინფორმაციო გამოშვებას უყურებთ ყველაზე ხშირად, გამოკითხულთა 44 % პასუხობს რომ ეს კურიერია, ათი პროცენტით ჩამორჩება "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პროგრამას, ტელეიმედის საინფორმაციო გამოშვება, მას 34% აქვს. 

კითხვაზე რომელი არხის საინფორმაციო გამოშვებას ენდობით პოლიტიკური ინფორმაციის მიღების დროს, აქაც "კურიერი" 38%-ით ლიდერობს, იმედის საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკას" კი 31% აქვს. 

პირველ ადგილს იკავებს "რუსთავი 2"-ის პოლიტიკური თოქ-შოუებიც. ლიდერია გიორგი გაბუნიას "არჩევანი," მას 33% აქვს, შემდეგ პოზიციაზეა "იმედის კვირა," რომელსაც 16% აქვს. 

 

 

დღის ამბები