24 აპრილი 2019,   15:00
ვრცლად
"ხვალ მთელი პანკისის ხეობა შემოგვიერთდება“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი 

„ჩემთან ერთად ჩამოსულები არიან პანკისის ხეობიდან ქისტები, კიდევ გზაში არიან, ხვალ მთელი პანკისის ხეობა შემოგვიერთდება,“- ამის შესახებ განცხადება, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, რომელიც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იმყოფება, მხოლოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა არ არის საკმარისი, ხელისუფლება უნდა გადადგეს.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

„სისტემა თავის ბიძინა ივანიშვილთან ერთად უნდა წავიდეს,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები