03 მაისი 2024,   16:25
ვრცლად
პრეზიდენტს პირადად სურდა ბატონ ზაზასთან შეხვედრა - ანა ნაცვლიშვილი

„პრეზიდენტს პირადად სურდა ბატონ ზაზასთან შეხვედრა,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. პრეზიდენტი მარგველაშვილი ზაზა სარალიძეს ამ წუთებში პარლამენტის წინ ერთ-ერთ კარავში ხვდება.

„პრეზიდენტს პირადად სურდა ბატონ ზაზასთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს შეხვედრა ნებისმიერი ადამიანისთვის შვილმკვდარ მამასთან პირისპირ შეხვედრა, მაგრამ ბუნებრივია პრეზიდენტი მოვიდა და მიმდინარეობს მათ შორის საუბარი პირისპირ რეჟიმში,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეხვდნენ სარალიძეს და საქმე დეტალურად განიხილეს.

„სასამართლომ, ფაქტობრივად დაადასტურა ყველა ის დასაბუთებული პრეტენზია, რომელიც დაზარალებულს ამ თვეების განმავლობაში გამოძიების არასრულყოფილებასთან და არასწორი მიმართულებით მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჰქონდა,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყნაში კრიზისია და მთავრობამ ადეკვატურად უნდა შეაფასოს მდგომარეობა.

ანა ნაცვლიშვილი პრემიერის პარლამენტის წინ მისვლას და შემდეგ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სისტემური რეფორმა აუცილებელია და კონკრეტულმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

დღის ამბები