23 სექტემბერი 2019,   01:16
ვრცლად
ფილარმონიასთან "ქართული მარშის" რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

ფილარმონიის წინ „ქართული მარშის“ სამი წევრი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი რამაზ გაგნიძე, გურამ ქართველიშვილი, მაია მაყაშვილი და იოსებ ხიმშიაშვილი. 

როგორც ცნობილია, "ქართული მარში" ფილარმონიასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გურამ ქართველიშვილის მოწოდებას უერთდებიან და დიდ საკონცერტო დარბაზთან აქციაზე მიდიან.

"ქართული მარშის" წევრების განცხადებით, ისინი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა პარალელურ აქციას მართავენ.

„ქართული მარშის“ აქტივისტები აცხადებენ, რომ ვინაიდან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მთავარი ლოზუნგია "ნუ მომკლავ!", პოლიტიკოსები იმყოფებიან, არ მივლენ.

დღის ამბები