01 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
სროლა დოლიძის ქუჩაზე - დაჭრილია ერთი პირი 

სროლა დოლიძის ქუჩაზე - 70 წლამდე მამაკაცმა, ჯერჯერობით დაუდგენელი მოტივით, იარაღიდან გაისროლა. სროლის შედეგად შემთხვევით, მაღაზიის კონსულტანტი გოგონა ფეხში დაიჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამი იყო.

მამაკაცი ჯერ მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფიც იმყოფება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები