04 მაისი 2024,   02:29
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად დაინიშნოს მთავარი პროკურორი - შალვა შავგულიძე

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობა შალვა შავგულიძეს ასახელებს. თავად ამბობს, რომ კონსულტაციები ამ თემაზე არავისთან ჰქონია. თუმცა შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების დაწყება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, თუ ეს პროცესი დროში გაიწელება, მაშინ ყველა მტკიცებულება იქნება განადგურებული.

„მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად დაინიშნოს მთავარი პროკურორი. და ეს იყოს სათანადო კვალიფიკაციის და პრინციპულობის მქონე სპეციალისტი. არავითარი კომუნიკაცია არავისთან არ მქონია. და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ვერავითარი ხელისუფლების ცვლილებას ამ საქმის ინტერესი ვერ დაელოდება. ეს თუ არ მოხდა სწრაფად იმ საქმიდან ფურცელი აღარ დარჩება. მერე კი ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს, ეს არ არის ერთი დღის საკითხი. მაგრამ თუ ამ საქმის გაფუჭება უნდა სამართალდამცავ სისტემას, ეს საქმე ერთ - ორ თვეში ჩათვალეთ, რომ აღარ იარსებებს,“-განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაიწყო. "კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატად შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი განიხილება.  

დღის ამბები